თორნიკე შენგელიამ იტალიურ გრანდთან გააფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია "ვირტუსში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლონიური კლუბი ავრცელებს.

შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და "ვირტუსთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

"მადლიერების სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩვენი პრეზიდენტის, მასიმიო ძანეტის მიმართ, რომლის მეშვეობით სატრანსფერო ბაზარზე ბოლო ოპერაცია განვახორციელეთ და დიადი მოთამაშე დავიმატეთ. ის გუნდს, როგორც იტალიის ჩემპიონატზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე დაეხმარება. მოლაპარაკებებს წარმატებულად აწარმოებდა ჩვენი გენერალური მენეჯერი პაოლო რონჩი. თოკომ სხვა მნიშვნელოვან შეთავაზებებზე უარი თქვა, რაც ამტკიცებს, რომ ევროსარბიელზე "ვირტუსი" სერიოზულ გუნდად
ყალიბდება", - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ.

"ვირტუსში" აგრეთვე ცსკა-ს ყოფილი ამერიკელი ლეგიონერი დენიელ ჰეკეტი გადავიდა. ბოლონიური გუნდი იტალიის ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
შენი სამშობლოს მტერი არ იყო,რუსეთში რომ წახვედი სათამაშოდ?!ისე იმის ვაჟკაცობა მაინც უნდა გქონდეს, რომ ბოდიში მოიხადო და იქნებ გაგიგოთ და გაპატიოთ.
ადმინ, აბა შენ იცი, დაბლოკე.
გიორგი
14:49 08-03-2022
6
აზრი აღარ აქვს ამ კომენტარებს.მთავარია ღირსეულად მოიქცა და პირველივე დღეს წამოვიდა.პირველი სპორტსმენი იყო ვინც წამოვიდა რუსეთიდან.
Master
14:28 08-03-2022
1

სიახლეები პოპულარული