გოგა მაგარ ფორმაში შევიდა - ქართველის მორიგი მშვენიერი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 127:124 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 15 ქულით (6/10), 9 მოხსნით (6 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. ქართველმა კალათბურთელმა მშვენიერი სათამაშო ფორმა აკრიფა და დროა მწვრთნელმაც უფრო დიდი ნდობა გამოუცხადოს.

საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

"კავალიერსის" მხრიდან დარიუს გარლანდმა გუნდს 41 ქულა, 5
მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "პეისერსი" 22 მოგებითა და 45 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 13 მარტს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლივლენდი" 38 გამარჯვებითა და 27 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 12 მარტს, "მაიამი ჰიტის" პირისპირ გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
18 წუთში მართლა მშვენიერი შედეგია
შაკო
12:28 09-03-2022
0
18 წუთში 15 ქულა და 9 მოხსნა და გუნდმა მარტო 3 ქულით მოიგო. და მარტო 18 წუთი ათამაშეს. დეგენერატები არიან ამასაც ისე გაატარებენ ვითომც არაფერი არავინ არაფერს არ დაუფასებს. სხვას რომ გაეკეთებინა იგივე 3მჯერ მეტ ნდობას გამოუცხადებდნენ და ეგრევე სათამაშო დროს გაუზრდიდნენ, სხვები გაბლატავებული ყავთ სხვები გულაობენ ქართველი არა ქართველმა 9ჯერ მეტი უნდა იშრომოს და სისხლი დაღვაროს რომ ცოტათი კმაყოფილი სიფათები მიიღონ. ყველგან ასეა ჯერჯერობით და ეს ქართველები კიდე აზრზე ვერ მოდიან, ის აგრესია და ის მონდომება არა გაქვთ რომ ის დეგენერატიზმი დაამხოთ რასაც ქართველების მიმართ ააქვს * ადგილი
Udzilo.
11:15 09-03-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული