სოლიდარობა უკრაინას – ანდრონიკაშვილის "კრეიტონი" Big East-ის ფინალში "ვილანოვასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
რატი ანდრონიკაშვილმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენცია ვერ მოიგო. “კრეიტონ ბლუჯეიზმა” ფინალურ მატჩი “ვილანოვასთან” 48:54 დათმო. კრეიტონელებმა ზედიზედ მე-4 ფინალი წააგეს – 4 სეზონია, გუნდი კონფერენციის საჩემპიონო მატჩში ასპარეზობს, მაგრამ ტიტულს ვერ იგებს.

ისევე როგორც ნახევარფინალში, ანდრონიკაშვილი ფინალზეც უკრაინის დროშით გამოვიდა. ტრადიციული ჰიმნის შესრულების დროს რატის ზურგზე მოფარებული ჰქონდა უკრაინის დროშა, რითაც ამ ქვეყნის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

რაც შეეხება ქართველის მონაგარს, ფინალში რატიმ 10 წუთი ითამაშა და უქულოდ დარჩა. ქართველმა გამთამაშებელმა შეხვედრა სტატისტიკური მონაცემების გარეშე, 2 დაკარგვით დაასრულა. მისთვის
საკმაოდ შედეგიანი ნახევარფინალი იყო, რომელშიც კრეიტონმა 85:58 გაანადგურა “პროვიდენსი”. 20 წლის რატი ანდრონიკაშვილმა პროვიდენსთან 29 წუთი ითამაშა, რაც მის ამერიკულ კარიერაში რეკორდია. მის ანგარიშზე იყო 7 ქულა, 4 მოხსნა (პირადი რეკორდი) და 3 პასი. აქტივში რატის 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი 2 დაკარგვა.

კონფერენციის თამაშები დაასრულა, თუმცა “კრეიტონს” Big East-ის რამდენიმე გუნდთან ერთად NCAA-ის ჩემპიონატში მოუწევს თამაში. ანდრონიკაშვილის გუნდი აღმოსავლეთ რეგიონში მე-8 ან მე-9 ნომრად იქნება განთესილი. შეგახსენებთ, რომNCAA-ის ჩემპიონატში, რომელსაც “მარტის სიგიჟეს” უწოდებენ, ამერიკის სტუდენტური ლიგის 64 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს. აქ არის 32 კონფერენციის გამარჯვებული, რომლებსაც კიდევ 32 გუნდი რეიტინგის მიხედვით დაემატება. რეიტინგები მწვრთნელებსა და ჟურნალისტებს შორის გამოკითხვებით დგება.

64 გუნდი 4 რეგიონში გადანაწილდება – თითოში 16. ყველა რეგიონი საუკეთესოს რომ გამოავლენს, გამარჯვებულები ამერიკის სტუდენტური ლიგის უმთავრესს ტიტულს ოთხთა ფინალში გაითამაშებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული