მამუკელაშვილს ვეღარ აჩერებენ - 24 ქულა, 15 მოხსნა და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში კიდევ ერთი მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და ორმაგი დუბლი მიითვალა - 37 წუთში 24 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება ჰქონდა. ქართველი კალათბურთელის "ვისკონსინ ჰერდმა" სტუმრად "სქაიჰოუქსი" დაამარცხა - 131:124.

"ვისკონსინ ჰერდს" 8 მოგება და 17 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს და 19 მარტს ისევ "სქაიჰოუქსს" ესტუმრება.

altმამუკელაშვილის 8 ქულა, "მილუოკიმ" "ოკლაჰომა" გაანადგურა [VIDEO]

altმამუკელაშვილის მორიგი კარგი მატჩი და გამარჯვება [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ. ძალიან მაგარი მომენტები ჰქინდა.
გიორგი
16:02 18-03-2022
0
ნბაშიც ასეთი შედეგი, სანდრო!
სოსო
16:29 17-03-2022
0

სიახლეები პოპულარული