ქართველები NBA-ში - გოგამ და სანდრომ დიდი დროით ითამაშეს

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს.

"მილუოკი ბაქსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯებით 153:119 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 8 ქულით (3/6), 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

საუკეთესო ბობი პორტისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"კლიპერსის" შემადგენლობიდან რობერტ კოვინგტონმა 43 ქულა (11/18 სამქულიანი), 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება
დააგროვა.

ამრიგად, "ბაქსი" 48 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 3 აპრილს, "დალას მავერიკსის" პირისპირ გამართავს.

კალიფორნიელები 38 გამარჯვებითა და 40 მარცხით დასავლეთში მე-8 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს 7 აპრილს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


"ბოსტონ სელტიკსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 128:123 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 13 ქულა (4/6), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით (10/11), 1 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

"კელტების" შემადგენლობიდან ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 32 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა, 6 მოხსნა, 6-იც შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "პეისერსი" 25 მოგებითა და 53 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს 6 აპრილს, "ფილადელფიას" პირისპირ გამართავს.

"ბოსტონი" 48 გამარჯვებითა და 30 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი ეხლა სად არი ის ხალხი გოგაზე რო იძახდა ევროპაში დაბრუნდესო,ვიღაცა კიდევ ანდაზებს უძღვნიდა.სადა ხართ ვითომ რამის გაგებაში მყოფი ხალხი?
Ფაქტიურად ბავშვი ჩავიდა გოგა ამერიკაში და პირდაპირ ტიტანებში მოხვდა.ტერნერი ამერიკის ნაკრების ლიდერი,საბონისი გუნდის ლიდერი და ვითომ მცოდნეები სასწაულებს ითხოვდნენ გოგასგან.
Გოგასხელა ბიჭები წარბების და წვერის დეპილაციაში ატარებენ აქ და ფრჩხილების კეთებაში,გოგა კიდევ ბეჯითად სწავლობდა ტერნერისა და საბონისისგან ბევრ რამეს.
Პირველი პირისგან და არა გადმოცემით ვიცი როგორ კეთილგანწყობილი იყვნენ საბონისიც და ტერნერიც გოგას მიმართ და თავად გოგაც მათი უზომოდ მადლიერია.
Გოგა NBA-ში რო წავიდა მაშინ ვთვი იოკიჩზე ძლიერი ცენტრი დადგება მეთქი. Კარგად ვიცი რა ჯიბრიანი და ჟილკიანი კახელია და იმიტომაცა ვთქვი.3 წელიწადში გოგა იქნება ერთერთი უძლიერესი ცენტრი.წარმატებები თანამემამულევ.გენაცვალე გულში!მიაწექ კახურად! Ვიღაცეების კრიტიკა კიდე დაიკიდე-მოგეშვება!!!!
jordan beli
15:45 02-04-2022
2
ორივე დიდი მომავლის მქონე კალათბურთელია, თუ საკუთარ კარიერას ძალით არ დაანგრევენ, ისევე, როგორც თავის გარეგნობას იმახინჯებენ. რომ ვუყურებ, ორივე ციხიდან გამოქცეული იანიჩარები მგონია .
დ.დ.
18:49 03-04-2022
0

სიახლეები პოპულარული