
“ვირტუს ბოლონიას” იოლი გასვლითი გამარჯვება იტალიურ სერია A-ში, რაშიც ქართველ ფორვარდს დიდი წვლილი მიუძღვის. 27-ე ტურის მატჩში ბოლონიელები პესაროს ესტუმრნენ და ადგილობრივ “კარპენას” 96:77 სძლიეს.
შენგელიას გუნდისთვის ეს სეზონში 23-ე მოგება იყო. თორნიკემ 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულას, 2 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს გუნდიდან საუკეთესო მანიონი იყო, რომელმაც 18 ქულა მიითვალა.
შენგელიას გუნდს 46 ქულა
GBF