დუდა სანაძემ ადრიატიკის ლიგის სეზონი დაასრულა. მის გუნდ “ბორაცს” აღნიშნულ ჩემპიონატში მხოლოდ 5 მოგება ჰქონდა მითვლილი, თუმცა სეზონის გამარჯვებით დასრულება მოახერხა. სერბული კლუბის მეტოქე მონტენეგროს “მორნარი” გახლდათ, რომელსაც ბორაცელებმა 91:78 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 11:29 წუთი გაატარა (სასტარტო ხუთეულში კი გამოჩნდა), თუმცა საკმაოდ შედეგიანი იყო. სანაძემ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას 1 ჩაჭრაც წაამატა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მეოთხედის წინ "ბორაცი" 6 ქულის სხვაობით აგებდა, თუმცა ათწუთეული 31:12 მოიგო და ადრიატიკის ლიგის
სეზონი 9 მოგებით და 17 მარცხით, მე-11 ადგილზე დაასრულა.
ქართველმა ლეგიონერმა ტურნირზე მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 16.1 წუთი, 7.6 ქულა, 1.5 მოხსნა. მისი უთამაშებლობის მიზეზი ჯერ კოვიდი, შემდეგ კი ტრავმა გახლდათ. სანაძე ახლა ჩვეულ ფორმაშია და საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე დაუბრკოლებლად ჩამოვა.
სანაძის გუნდი ახლა სერბეთის ჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც ამ ქვეყნის წამყვანი გუნდები საპრიზო ადგილებს გაინაწილებენ.

GBF.GE