გუშინ, 26 აპრილს, ევროთასის მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" "ულმს" უმასპინძლა და 83:77 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 9 ქულით (4/13), 4 მოხსნით (3 შეტევაში), 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
იტალიელებს მემ ჯაიტემ ულიდერა, რომელმაც გუნდს 27 ქულა (12/16), 11 მოხსნა (6 შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "ვირტუსი" ევროთასის 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, მისი მეტოქე კი "ვალენსიასა" და "მეტროპოლიტანსს" შორის გამარჯვებული იქნება.
ძველებურად უნდა დაიყენოს
თოკო კიდევ დიდხანს გაგვახარებს