7 მაისს ბილბაოში გალა-დაჯილდოება მოეწყო, რომლის ერთ-ერთი გმირიც გიორგი შერმადინი გახდა. ქართველი ცენტრი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთულში – ცენტრის პოზიციაზე დაასახელეს. ამასთან ერთად გამოვლინდნენ საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც “მანრესას” თავკაცი
ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალზე ფიბა-ს მაღალჩინოსნებთან ერთად მიწვეული გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფიბა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პრეზიდენტია.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
ჯო რაგლანდი (ჰაპოელ ჰოლონი, ისრაელი)
იონა რადებაუ (ლუდვიგსბურგი, გერმანია)
ჩიმა მონეკე (მანრესა, ესპანეთი)
კრის ჯონსონი (ჰაპოელ ჰოლონი, ისრაელი)
გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი)
ასევე გამოვლინდა მეორე ხუთეული, რომელშიც შერმადინის თანაგუნდელი, მეგობარი და პასებით მომმარაგებელი მარსელიონიო ჰუერტასი შევიდა.
რაც შეეხება MVP-ის, ის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ესპანურ კლუბებს – ტენერიფესა და მანრესას შორის 8 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
GBF