მამუკელაშვილის 17 ქულა და დამარცხებული "ბრუკლინი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საზაფხულო ლიგა მიმდინარეობს. "მილუოკი ბაქსი" "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდა და 94:90 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 28:01 წუთი დაჰყო, რა დროშიც 17 ქულა (4/5 სამქულიანი), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა. მშვენიერი სტატისტიკურ მონაგართან ერთად "მამუს" 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა, იმედია მომდევნო შეხვედრებში ამ კომპონენტს გამოასწორებს და მარგი ქმედების კოეფიციენტიც უფრო მაღალი ექნება (+7 ჰქონდა).

"ბაქსი" მომდევნო შეხვედრას 12 ივლისს, "ბოსტონ სელეტიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
საქართველოს ნაკრებს უნდა გამოადგეს
Tazo
09 ივლისი 2022 18:55
0
ძალიან დიდი პლიუსი აქვს პერიმეტრიდან ძალიან კარგად ისვრის დიდი ძალა იქნება ნაკრებისთვის ეგ და თოკო მაგარი ფორვარდები გვეყოლება ერთერთი საუკეთესო ალბათ ევროპაში, გოგას თამაშებზე რომ შევხედე მაგარი მომატებული აქვს რა ჯანზეა დანარჩენს პარკეტზე ვნახავთ
Soso
09 ივლისი 2022 15:56
0
იქნება სანდრო მსოფლიოს შესარჩევებზე აგვისტოში და ევროპაზე? ძალიან ათლეტურები არიან ეს და გოგა და ფარქვეშ ბევრს გავამწარებთ მოედნის ორივე ბოლოში.
odala
09 ივლისი 2022 13:52
0
სანდრო ყველაზე პერსპექტიული ქართველი კალათბრთელია
Guram
09 ივლისი 2022 13:10
0
სტატისტიკაში არ უწერია,მაგრამ აქ აშკარად გამოჩნდა,რომ ორქულიანიც ჩააგდო.4/5 სამქულიანი,მშვენიერი სიზუსტეა.მართალია თავისუფალი პოზიციიდან ისროდა,მაგრამ,ამასაც ჩაგდება უნდა და რა ვიცით,იქნებ ხელიდანაც ჩაყაროს.ასეა თუ ისე,ჩვენს ნაკრებს სამიანების მსროლელებზე დიდი დეფიციტი გვაქვს და მამუს უნარები,უდაბნოში წყალივით გვჭირდება.
სოსო
09 ივლისი 2022 12:02
0
არც ისე თავისუფალი პოზიციებიდან ჩაუგდია 3 იანები, ნაკრებში ფაქტიურად მარტო მაკფადენი აგდებს 3 იანებს ნუ რატიც და დუდაც ზოგჯერ, და მამუ და გოგაც კარგი მსროლელები არიან და ეს უკვე დიდი უპირატესობაა.
მინდია
09 ივლისი 2022 15:17
0
სანდრო მაგარია, 206 სიმაღლის კაცი რომ 3 ქულიანს ისვრის,მისი დაბლოკვა ძნელია
გია
09 ივლისი 2022 14:53
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული