მამუკელაშვილის 17 ქულა და დამარცხებული "ბრუკლინი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საზაფხულო ლიგა მიმდინარეობს. "მილუოკი ბაქსი" "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდა და 94:90 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 28:01 წუთი დაჰყო, რა დროშიც 17 ქულა (4/5 სამქულიანი), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა. მშვენიერი სტატისტიკურ მონაგართან ერთად "მამუს" 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა, იმედია მომდევნო შეხვედრებში ამ კომპონენტს გამოასწორებს და მარგი ქმედების კოეფიციენტიც უფრო მაღალი ექნება (+7 ჰქონდა).

"ბაქსი" მომდევნო შეხვედრას 12 ივლისს, "ბოსტონ სელეტიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სტატისტიკაში არ უწერია,მაგრამ აქ აშკარად გამოჩნდა,რომ ორქულიანიც ჩააგდო.4/5 სამქულიანი,მშვენიერი სიზუსტეა.მართალია თავისუფალი პოზიციიდან ისროდა,მაგრამ,ამასაც ჩაგდება უნდა და რა ვიცით,იქნებ ხელიდანაც ჩაყაროს.ასეა თუ ისე,ჩვენს ნაკრებს სამიანების მსროლელებზე დიდი დეფიციტი გვაქვს და მამუს უნარები,უდაბნოში წყალივით გვჭირდება.
სოსო
12:02 09-07-2022
0
იქნება სანდრო მსოფლიოს შესარჩევებზე აგვისტოში და ევროპაზე? ძალიან ათლეტურები არიან ეს და გოგა და ფარქვეშ ბევრს გავამწარებთ მოედნის ორივე ბოლოში.
odala
13:52 09-07-2022
0

სიახლეები პოპულარული