მამუს 28 ქულა და დასანანი მარცხი ბოლო წამებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს საზაფხულო ლიგაში "მილუოკი ბაქსი" "ბოსტონ სელტიკსთან" 109:111 დამარცხდა.

მიუხედავად წაგებისა, სანდრო მამუკელაშვილმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30:39 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 28 ქულით (3/5 სამქულიანი), 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

"ბაქსს" 1 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. შეგახსენებთ, 1-ელ მატჩში "ირმებმა" "ბრუკლინ ნეტსს" 94:90 მოუგო, სანდრომ 17 ქულა ჩააგდო.

"მილუოკი" მომდევნო შეხვედრას 14 ივლისს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიზანსწრაფული მოთამაშეა,მგონი შენგელიას და ბითაძის საკალათბურთო თვისებების შერწყმაა
ნიკოლოზ
00:23 13-07-2022
0
ქულების მოპოვება, არასოდეს უჭირდა სანდროს.აი ორი დაფარება კი,უკვე რაღაცა ახალია.ესე იგი, დაცვაშიც აუმჯობესებს თამაშს.სანდრო ჩვენი დიდი იმედია,სამომავლოდ.
სოსო
15:21 12-07-2022
0

სიახლეები პოპულარული