მამუს 28 ქულა და დასანანი მარცხი ბოლო წამებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს საზაფხულო ლიგაში "მილუოკი ბაქსი" "ბოსტონ სელტიკსთან" 109:111 დამარცხდა.

მიუხედავად წაგებისა, სანდრო მამუკელაშვილმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30:39 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 28 ქულით (3/5 სამქულიანი), 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

"ბაქსს" 1 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. შეგახსენებთ, 1-ელ მატჩში "ირმებმა" "ბრუკლინ ნეტსს" 94:90 მოუგო, სანდრომ 17 ქულა ჩააგდო.

"მილუოკი" მომდევნო შეხვედრას 14 ივლისს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიზანსწრაფული მოთამაშეა,მგონი შენგელიას და ბითაძის საკალათბურთო თვისებების შერწყმაა
ნიკოლოზ
13 ივლისი 2022 00:23
0
ქულების მოპოვება, არასოდეს უჭირდა სანდროს.აი ორი დაფარება კი,უკვე რაღაცა ახალია.ესე იგი, დაცვაშიც აუმჯობესებს თამაშს.სანდრო ჩვენი დიდი იმედია,სამომავლოდ.
სოსო
12 ივლისი 2022 15:21
0
უმაგრესი ბიჭია სანდრო, ნაკრებს მაგრად დაეხმარება
ჯიმი
12 ივლისი 2022 11:00
2
რომელ ,,მაგარ ქართველს,, არ მოეწონა ეს კომენტარი.
ღმერთო დაიფარე საქართველო
baggio
12 ივლისი 2022 16:06
1
ნბა-ში უმაგრესები, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად ან სულაც არ ეხმარებიან საკუთარ ნაკრებებს და ეს ტენდენცია უკვე ისე მყარად დამკვიდრდა კალათბურთში, რომ მხოლოდ გამონაკლისის იმედად უნდა ვიყოთ, როგორც ზაზა ფაჩულიას შემთხვევაში...
ვოოტ
12 ივლისი 2022 11:31
3

სიახლეები პოპულარული