NBA-ს საზაფხულო ლიგაში "მილუოკი ბაქსი" "ბოსტონ სელტიკსთან" 109:111 დამარცხდა.
მიუხედავად წაგებისა, სანდრო მამუკელაშვილმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30:39 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 28 ქულით (3/5 სამქულიანი), 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
"ბაქსს" 1 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. შეგახსენებთ, 1-ელ მატჩში "ირმებმა" "ბრუკლინ ნეტსს" 94:90 მოუგო, სანდრომ 17 ქულა ჩააგდო.
"მილუოკი" მომდევნო შეხვედრას 14 ივლისს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.