თორნიკე შენგელია სასიხარულო განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთში მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში მიიღო.

თოკო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ჩემთვის ეს განსაკუთრებულია! მივიღე მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ მარტივი არაფერი არ არის. მინდა ამით ახალგაზრდა თაობას შევძინო მოტივაცია და იმის რწმენა, რომ სტერეოტიპი - სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია. საბოლოოდ, ყველაფერი ნებისყოფაზე, მონდომებასა და დროის სწორად გადანაწილებაზე გადის. არასდროს არის ადრე ან გვიან, რომ იფიქრო მომავლის გეგმებზე.
დაიმახსოვრე, ყოველთვის ირწმუნე შენს თავში და ყოველთვის ილიდერე მაგალითით. მინდა, მადლობა გადავუხადო elpa-ს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ ზრუნავს მოთამაშეებზე პარკეტსა და პარკეტს მიღმა. ასევე, მადლობა ISDE უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი, მრავალმხრივი პროგრამისთვის, მოქნილი გრაფიკისა და ხელშეწყობისთვის".

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას 24 და 27 აგვისტოს ნიდერლანდებთან და იტალიასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვენი კაპიტანი ღირსეული ადამიანი და პატრიოტია, ვიღაც კაცმაცუნებს ყურადღება არ მიაქციო თოკა, წარმატებები
ზაზუნა
15:19 19-07-2022
1
ზოგადად მეც ვფიქრობ რომ რუსეთში სათამაშოდ წასვლა არ არის პატრიოტული საქციელი. ბევრი ამას მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიხვდა, არადა ზუსტად იგივეს აკეთებდა რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი, მითუმეტეს ისეთი დიდი სპორტსმენის ლანძღვას, როგორიც თორნიკეა. ვფიქრობ თვითონაც მიხვდა, რომ ცეესკაში გადასვლა არ იყო სწორი საქციელი.

მაგრამ ისიც არ დამავიწყდება, რომ თორნიკე იყო ევროლიგაში მოთამაშე ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ნაკრების თამაშებზე ჩამოდიოდა. და შესაძლოა სწორედ ეს მოქმედება იყო გადამწყვეტი იმაში, რომ ახლა მსოფლიოზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ.
დათო
15:22 19-07-2022
0

სიახლეები პოპულარული