რატომ აკრიტიკებს სპალეტი კვარაცხელიას? - იტალიელი ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით უკმაყოფილოა, სრული სიცრუეა. ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli.it-ის ჟურნალისტი გაეტანო ბრუნეტი ავრცელებს.

მისი თქმით, სპალეტი კვარაცხელიას უბრალოდ უფრთხილდება და ქართველზე ზეწოლის შემცირებას ცდილობს.

"ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ არის ფეხბურთელი, რომელმაც იტალიელი გულშემატკივრები თავისი თამაშით ყველაზე მეტად გააოცა. მისი ტექნიკური, ხავერდოვანი მოძრაობები არც პროფესიონალებს გამორჩენიათ და ქართველის შესახებ ბევრს საუბრობენ. აქ ჩამოსვლამდე ხვიჩა ევროპელი ქომაგებისთვის უცხო იყო, "კვარას" შესაძლებლობების ბევრმა არ ირწმუნა, გარდა "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლისა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "რეინჯერსთან" გამართული
მატჩის შემდეგ (0:3) განაცხადა, რომ კვარაცხელიას ასეთი თამაშით სულაც არაა გაკვირვებული. ამ მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტის განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

"კვარაცხელია? თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება და კარში ურტყამს მაშინ, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს, "კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვაზე ზეწოლას ახდენს, ბევრ დრიბლინგს აკეთებს და გუნდისთვის უპირატესობას ქმნის, მაგრამ სწორი გამოსავლის მოძებნა უნდა ისწავლოს" - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა თითქმის მსგავსი განცხადება გააკეთა "მონცასთან" მატჩის შემდეგაც:

"ქართველი ძლიერი მოთამაშეა, კარგი საფეხბურთო მონაცემებით, მაგრამ დღეს ძალიან დაძაბული იყო, დიდ ზეწოლას გრძნობს და იცის, რომ ნეაპოლელი ქომაგი მისგან ბევრს მოითხოვს, ამიტომ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება" - აღნიშნა ლუჩანომ.

"სპალეტის სიტყვები ინტერნეტში სულ სხვა ინტერპრეტაციით, ჭორის სახით გავრცელდა, თითქოს მწვრთნელს ფეხბურთელის მიმართ "შურიც" ჰქონდა, სიმართლე კი სულ სხვა სახისაა - ლუჩანოს უდიდესი გამოცდილება აქვს და იცის, როგორ მოუფრთხილდეს ფეხბურთელს. მისი სიტყვები ხვიჩასთვის მხოლოდ სტიმულის მიმცემია და "კვარას" გაუმჯობესებას ემსახურება. ქართველზე ზედმეტი ყურადღება შესაძლოა მავნე იყოს. "ინტერისა" და "რომას" ყოფილ თავკაცს ეს ძალიან კარგად ესმის და კვარაცხელიაზე ზეწოლის შემცირებას ცდილობს" - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მეშვიდე ტურში "მილანს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მატჩის ხილვას "სეტანტა სპორტს ჯორჯიაზე" შეძლებთ.

altSpazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

altთანაგუნდელებისა და მწვრთნელის ფაქტორი კვარაცხელიას თამაშში - რა როგორ უნდა გავიგოთ...


მკითხველის კომენტარები / 22 /
სპალეტი არის სლუცკის დონის მწვრთნელი. საინტერესოა რას ფიქრობს რუსეთზე? და კიდევ: ყველა თანაშში და აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასე საჯაროდ რომ აკრიტიკებს, ეს საერთოდ ნორმალურია? მუხლებს უნდა უკოცნიდეს ხვიჩას, რომ ყველგან პირველ ადგილზეა ნაპოლი,. ოსიმენმა 10 -დან ერთი მოარტყა ჩარჩოში და სიტყვაცც არ წამოცდენია აუგად. ხვიჩა არ ჩახვიდე დაცვაში, შენ ცენტრში ორი კაცი მაინც დაიჭერს და წინ ვერ წავლენ. ასე ძალებსაც დაზოგავ, ფეხებშიც ნაკლები მოგხვდება და შეტევაშიც უფრო ეფექტური იქნები. გისურვებ ბევრ წარმატებას. გაიხარე და გაგვახარე.
ფირუზა
23:33 16-09-2022
9
ქართველებში დიდი აგრესიაა დაგროვილი.ვიღაცას უნდა აგინონ,ესროლონ რაიმე,ურტყან,მოკლან...ჩემში არაა.რა გჭირთ ხალხო
გია
23:03 16-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული