მაკფადენის 10 ქულა პირველ ტურში, შერმადინმა “მანრესასთან” დაისვენა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატი დაიწყო. ლიგა ენდესას პირველ ტურში გიორგი შერმადინს არ უთამაშია. მას მცირე ტრავმა აწუხებს და "ტენერიფეს" მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, "მანრესასთან" პირველი ტურის გასვლითი შეხვედრა გამოტოვა. ტენერიფელებმა მატჩი დამაჯერებლად – 89:70 მოიგეს.

პირველ ტურში ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა, რომლის "მურსიამაც" "რიო ბრეგანი" მიიღო და 70:89 დამარცხდა. მაკფადენი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 18:29 წუთში 10 ქულა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მან 5 საშალო ტყორცნიდან 2 გამოიყენა. მურსიელთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ტრევის ტრაისს,
რომელმაც 14 ქულა მიითვალა.

შემდეგ მატჩს მაკფადენის "მურსია" 1 ოქტომბერს, სტუმრად, "სარაგოსასთან" გამართავს, ხოლო შერმადინის "ტენერიფე" ამავე დღეს "ხირონას" უმასპინძებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკეთესი ნატურალიზებული გვინდა, მარა დიდი ალბათობით უკეთეს ევროლიგის გუნდში იქნება და იქედან შესარჩევში არავინ გამოუშვებს.
ttt
30 სექტემბერი 2022 17:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული