მამუკელაშვილის 5 ქულა აბუ დაბიში "ატლანტას" წინააღმდეგ

AutoSharing Option
მილუოკი ბაქსი საგამოფენო მატჩების ჩასატარებად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, რომლის დედაქალაქიც ნბა-ს ანუ დაბის თამაშებს მასპინძლობს. მამუკელაშვილის გუნდმა პირველი შეხვედრა “ატლანტასთან” გამართა და 113:123 დამარცხდა.

მილუოკელებმა ამ მატჩში 15 კალათბურთელით ითამაშეს. მამუკელაშვილმა 14:46 წუთში 5 ქულამიითვალა (3-დან 1 სამქულიანი, 1 ორქულიანი). ქართველი ფორვარდის ანგარიშზე იყო 2 პასი და 1 მოხსნაც, მან ბურთი ორჯერ დაკარგა. წაგებულ გუნდში 19 ქულით საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო. ატლანტას რიგებში დეჯონტე მარის ანგარიშზე 25 ქულაა, ტრეი იანგის – 22.

მილუოკი, რომელიც NBA-ს ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად
მიიჩნევა, სეზონის დაწყებამდე კიდევ სამ თამაშს გამართავს – 8 ოქტომბერს გუნდი ისევ ატლანტას გაეჯიბრება, კვლავ აბუ-დაბიში.

შეგახსენებთ, რომ პირველ საგამოფენო მატჩში მამუკელაშვილმა მემფისთან ბაქსს 15 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე იყო 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული