მაკფადენის გამარჯვების სამქულიანი "ვალენსიასთან"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში თად მაკფადენის “მურსიამ” სტუმრად “ვალენსიასთან” ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა და ეს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშის დიდი დამსახურებაა.

მურსიელებმა ბოლო იერიში სწორედ მაკფადენს მიანდეს, რომელმაც ჩვეული ურთულესი სამქულიანი ისროლა და როგორც აღმოჩნდა, საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არადა, სტუმრები თამაშის უმეტესი ნაწილი მდევრის როლში იყვნენ და ბოლო მეოთხედში გამოფხიზლდნენ, რომელშიც 10:0 გაქცევაც ჰქონდათ. მაკფადენის სამქულიანის შემდეგ მურსიელები 75:74 დაწინაურდნენ და შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა.

მაკფადენი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:08 წუთში 11
ქულა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 4-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

"მურსიამ" 4 ტურში მე-2 გამარჯვება იზეიმა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 22 ოქტომბერს, შინ, "მანრესასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ ვინმე დაწერდეთ ჩვენთან ზარალი იყოო, დაგასწრებთ.
მაკფადენი არის შუთერი, ჩვენ ვაპახავებდით გამთამაშებლად, რაც არ იცის კაცმა.
შედეგად გუნდს არ ყავდა გამტამაშებელი და არც შუთერი.
პ.ს. შერმადინს ბლომად კაი მატჩები ექნება წელს და MVP-ც გახდება ხოლმე.
სანამ იმას გალანძღავთ, ბარემ მაგაზეც დავწერ.
უგამტამაშებლო გუნდში კიდე კარგად თამაშობდა.
დიკემბე მუტომბო
18:39 17-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული