შერმადინის 8 ქულა და მოგება | მაკფადენის 16 ქულა და წაგება

AutoSharing Option
მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა პირველად ითამაშა. მან წინა 2 ტური ტრავმის გამო გამოტოვა და სეზონის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა. ამჯერად გიორგიმ ლიგა ენდესაშიც ითამაშა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 85:79.

"ლენოვო ტენერიფე" "ბასკონიას" სტუმრობდა და დაძაბული, თანაბარი მატჩის ბოლო პერიოდში მოახერხა ძალთა მობილიზება და გამარჯვების მოპოვება. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 14:45 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი
მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. "ტენერიფე" მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს "ობრადოიროსთან" გამართავს. 3-დან 3 მოგებით "ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატს “ბილბაოსა” და მადრიდის “რეალთან” ერთად ლიდერობს.

მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელ თად მაკფადენს, თუმცა ამჯერად მან გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

მაკფადენის "მურსიამ" "გრანადასთან" 82:89 წააგო, თადი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:03 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 10-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

"მურსიას" სამ ტურში ერთადერთი გამარჯვება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 ოქტომბერს, სტუმრად "ვალენსიასთან" ჩაატარებს.

Sportall.Ge

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთ ერთ ტურნირზე 2007 იანმა ბავშვმა 1.93 სიმაღლისაა 3 წუთში 12 ქულა ჩააგდო ნახევარ ფინალურ შეხვედრაში და გაფართოებულზეც არ დაუძახეს. მათხოვრებმა
გულდაწყვეტილი
22:30 10-10-2022
0
იძახეთ შერმადინი და სხვების სახელები,როდემდე ითამაშებენ ეგ ლეგენდები...მომავალ თაობაზე რატო არ იძახით ვინ იზრდება მომავალი ნაკრებისთვის ვინ გვყავს ვინ გაწვრთნის და ასე შემდეგ...ან რატო არ გადადგა ზუროსი და სხვები.ამაზე ისაუბრეთ.შერმადინი აკეთებს თავის საქმეს.
გაიგეთ ვაა
მოქალაქე
22:28 10-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული