მწირექულიან მატჩში ჩაგდებულ 27 ქულას რა ფასი აქვს, კალათბურთის სფეროს წარმომადგენლებს კარგად მოეხსენებათ. მართალია, ფამაგუსტელთა მეტოქე აუტსაიდერი ომონია გახლდათ, თუმცა ნიქოსიელებმა ანორთოსისს დიდი ბრძოლა გაუმართეს. გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა და სანაძის გუნდის გასახარად, ფამაგუსტელთა 2-ქულიანი გამარჯვებით
დუდამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 33:32 წუთი გაატარა. ქართველმა მსროლელმა 6-დან 6-ვე ორქულიანი ჩააგდო, 9-დან 4 სამიანი მიითვალა და 4 ცდიდან მეტოქის ფარში 3 საჯარიმო მოათავსა. 27 ქულასთან ერთად დუდამ 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა ანორთოსისში ყველაზე მეტი, 24 შეადგინა. სანაძის შემდეგ გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ამერიკელ ანტონიო უეიდს – 14 ქულა, 4 მოხსნა.
2 მოგებითა და 3 მარცხით ანორთოსისი კვიპროსის 11-გუნდიან სუპერლიგაში მე-6 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერი სტროვოლოსთან 26 ნოემბერს სტუმრად გამართავს.
GBF