სანაძის 19 ქულა "ანორთოსისს" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
კვიპროსულ "ანორთოსისში" ბრწყინვალე დებიუტის (27 ქულა) შემდეგ დუდა სანაძემ მეორე შედეგიანი მატჩი გამართა. წინა მატჩში ქართველი სნაიპერის გარჯა ფამაგუსტელებს მოსაგებად ეყოთ - გასულ მატჩში "ანორთოსისი" დამარცხდა. დუდას გუნდის მეტოქე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი "კერავნოსი" გახლდათ, რომელმაც შინაური მატჩი 103:85 მოიგო.

სანაძის გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 19 ქულას აგებდა და მატჩის მოგების შანსიც აღარ ჰქონდა. დუდამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მან 19 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 9 ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ სანაძემ
7-დან 7 სამქულიანი ააცილა.

დუდა ორ მატჩში საშუალოდ 22 ქულას იხვეჭს. "ანორთოსისმა" 6 ტურში მეოთხედ წააგო და 11-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს. სანაძის კლუბი მომდევნო ტურში "აპოლონს" შეხვდება, რომელიც ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ ვერ იპოვა ამ ბიჭმა უკეთესი გუნდი და ჩემპიონატი რა.
რრრ
19:11 27-11-2022
0
ანდრონიკაშვილზე რატომ არ წერთ?ლიგა ენდესაში ითამაშებს,მურსიაში
მარი
19:48 27-11-2022
0

სიახლეები პოპულარული