ზუბაცის 31 ქულა და 29 მოხსნა "ინდიანასთან" - გოგა კვლავ ლიმიტირებული დროით დაიტვირთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 114:110 დაამარცხა.

"პეისერსის" მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 07:52 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 5 ქულითა (2/2) და 1 მოხსნით გამოიჩინა.

ტაირის ჰალიბარტონმა 15 ქულა, 5 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ივიცა ზუბაცმა გუნდს 31 ქულა, 29 მოხსნა (12 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება შესძინა.

"ინდიანა" 11 მოგებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 29 ნოემბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის"
წინააღმდეგ ჩაატარებს.

"კლიპერსი" 12 გამარჯვებითა და 9 მარცხით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, 30 ნოემბერს კი "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული