ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და ენდრიუ დემბჰერდის სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანით 116:115 დაამარცხა.
გიგა ბითაძემ მოედანზე სულ რაღაც 3 წუთი დაჰყო, რა დროშიც 1 ასისტი მიითვალა.
ტაირის ჰალიბარტონმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
მატჩის გმირმა ენდრიუ დემბჰერდმა აქტივში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.
კალიფორნიელების შემადგენლობიდან ენტონი დევისმა თავი 25 ქულით, 13 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.
რასელ უესტბრუქმა გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, "პეისერსი" 12 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ დეკემბერს, "საკრამეტნო კინგსთან" გამართავს.
"ლეიკერსი" 7 მოგებითა და 12 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 1-ელ დეკემბერს კი "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" შეხვდება.