შენგელიამ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 27:46 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.
ვირტუსში შენგელიაზე მეტი დანიელ ჰეკეტმა (15 ქულა) და მილოშ ტეოდოშიჩმა (15) მოაგროვეს, ხოლო მაკაბიში ლორენცო ბრაუნი გამოირჩა 18 ქულით. აღსანიშნავია, რომ თამაში ვეტერანი სერბი ფეხბურთელის, სინიშა მიხაილოვიჩის გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილი დაიწყო. მიხაილოვიჩი ბოლო 3 წელი სწორედ ბოლონიაში მუშაობდა.
14 ტურის შემდეგ 6 მოგებით და 8 წაგებით ვირტუს ბოლონია მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩში, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება, ვირტუსი შენგელიას ყოფილ გუნდს, ბასკონიას ესპანეთში დაუპირისპირდება.
GBF
თავის თამაშს კარნახობს და ნებისმიერ დაშლილ დაჩაჩანაკებულ გუნდს ფეხზე წამოაყენებს.
ფაქტები ბოლონია და ჩვენი ნაკრები, მის გარეშე არა კალათბურთს თამაშობენ.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ
თორნიკეს ვუწინასწარმეტყველებ
დიად მწვრთნელობას