G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდი" "ბირმინგემ სკუადრიონს" შეხვდა და 99:85 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 21 ქულით (10/16), 12 მოხსნით (7 მეტოქის ფარზე), 5 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება სანდროს "მილუოკი ბაქსს", მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი მუდმივად ოპტიმალურ ფორმაში ყოფნისთვის გამოდის "ვისკონსინში", მისი "ბაქსი" კი 22 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთში 1-ელ ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი ხვალ, 22 დეკემბერს, "კლივლენდ კავალიერსთან" ჩაატარებს.