სანდროს 21 ქულა, 7 მოხსნა მეტოქის ფარზე, ორმაგი დუბლი და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდი" "ბირმინგემ სკუადრიონს" შეხვდა და 99:85 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 21 ქულით (10/16), 12 მოხსნით (7 მეტოქის ფარზე), 5 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება სანდროს "მილუოკი ბაქსს", მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი მუდმივად ოპტიმალურ ფორმაში ყოფნისთვის გამოდის "ვისკონსინში", მისი "ბაქსი" კი 22 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთში 1-ელ ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი ხვალ, 22 დეკემბერს, "კლივლენდ კავალიერსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული