ბექა ბურჯანაძე კვლავ სასტარტოში გამოჩნდა და "ბრეშას" 8 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
წარუმატებელი სერია დასჩემდა ბექა ბურჯანაძის "რეჯიო ემილიას". ქართველი ფორვარდის გუნდმა იტალიის სერია A-ში ზედიზედ მე-7 მატჩი წააგო. ქართველი კალათბურთელი გარკვეული პაუზის შემდეგ სასტარტო ხუთეულს გასულ ტურში დაუბრუნდა.

ბურჯანაძის კლუბი ამჯერად "ბრეშას" სტუმრობდა და 77:84 წააგო, ბექამ კი 19 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 2-ვე ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

"რეჯო ემილიას" 12 ტურში 2 გამარჯვება შერჩა და 16-გუნდიან სერია
A-ში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო თამაში კი 30 დეკემბერს ელის, შინ, "პეზაროსთან".

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული