შერმადინი საუკეთესო იყო, მაკფადენი – გამარჯვებული

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში თად მაკფადენის "მურსიამ" გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" უმასპინძლა. ტენერიფელები სატურნირო ცხრილის ზედა სამეულში იყვნენ და მატჩის წინ ფავორიტებადაც მიიჩნეოდნენ. თუმცა "მურსიამ" შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და 85:64 გაიმარჯვა.

ორივე გუნდში გამორჩეული საქართველოს ნაკრების მოთამაშეები იყვნენ. გიორგი შერმადინმა 23 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 9-დან 4 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. თად მაკფადენმა 18 წუთში 13 ქულა (1/1 ორქულიანი, 4/2 სამიანი, 5/5 საჯარიმო), 1 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა.

მურსიელთა განაცხადში არ
იყო რატი ანდრონიკაშვილი.

"მურსიას" 14 ტურის შემდეგ 7 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. "ტენერიფე" 10 გამარჯვებით მეხუთეა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველანაირი მონაცემი აქ ანდრონიკაშვილს თავის პოზიციაზე ერთერთი საუკეთესო იყოს, მარა ვერ ახერხებს, რატომ? ალბათ ბოლომდე არ იხარჯება აბა სხვა ახსნა მე არა მაქვს. ეტყობა ბავშვობიდან, როგორც ჭეშმარიტი თავადი ისე გაზარდეს და ბევრი ოფლის მოდენა და წელის მოწყვეტა არ ეკადრება.დდდ
ეეე
14:35 07-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული