შენგელიას საიუბილეო მე-400 პასი ევროლიგაში და "ვირტუსის" დასანანი მარცხი "ჟალგირისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-17 ტურში სტუმრად "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" ლიეტუვის "ჟალგირისს" უმასპინძლა. ეს გუნდი ბოლონიელების უშუალო კონკურენტია პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში. თუმცა ლიეტუველებმა გამართული კალათბურთი ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს – 87:77.

თორნიკე შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 23 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი ბოლონიელი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა. მის ანგარიშზე 21 ქულაა. შენგელიასთვის ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მან ევროლიგის მატჩებში მოგროვებული პასები 400-ამდე შეავსო.

"ვირტუსს" 18 ტურის შემდეგ 8 მოგება აქვს და
სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. თავის მხრივ, "ჟალგირისი" 10 მოგებით მეშვიდე პოზიციაზეა. პლეი-ოფში საუკეთესო რვაეული გადის.

GBF

მკითხველის კომენტარები / 13 /
უბრალოდ დააკვირდით ჯერ სროლის სილამაზეს სიზუსტეს რომ თავი დავანებოდ.ყველა ქართველი კალათბურთელი ისე იკვანწება სროლის დროს ესეთი მე არ მინახავს არსად.უბრალოდ 15წელია კალათბურთის არ მითამაშია და მე უფრო ლამაზად ვისვრი.
გულშემატკივარი
12:44 12-01-2023
0
საშინელი კრიზისია ქართულ კალათბურთში,ნაკრების კალათბურთელები ვერც კლუბებში თამაშობენ კარგად და ვერც ნაკრებში,ჩვენი ჩემპიონატი საშინელებაა,ასაკობრივი ნაკრებები საშინელება,ვერც აკადემიები ზრდიან კარგ კალათბურთელებს რის იმედზე ვართ?!ბასკონიის აკადემიის?????ფედერაცია გააკეთეთ რამეეე!!!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული