"ვირტუსის" დასანანი მარცხი "ოლიმპიაკოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-19 ტურში "ვირტუსმა" "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 85:83 დასრულდა.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 11 ქულით (4/7), 5 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ბოლონიელთა შემადგენლობიდან საუკეთესო მილოშ ტეოდოშიჩი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბერძნების მხრიდან საშა ვეზენკოვმა გუნდს 22 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ვირტუსი" 8 გამარჯვებითა და 11 წაგებით ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 15 იანვარს, "ვენეციასთან" გამართავს, 19
იანვარს კი "პანათინაიკოსს" უმასპინძლებს.

"ოლიმპიაკოსი" 12 მოგებითა და 7 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო 20 იანვარს, მადრიდის "რეალთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Tokom tamashis bolos mahrad itamasha,magram msajma iseti jarimebi mougona virtuss jer rom ar minaxia
L.J .
13:40 13-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული