სანდროს მორიგი ორმაგი დუბლი და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდმა" "ვესჩესტერ ნიქსს" უმასპინძლა და 127:118 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 20 ქულით (8/17), 12 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

საუკეთესო სანდროს თანაგუნდელი ჯორდან ბოუნი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

"ვისკონსინი" 4 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, პლეი-ოფში კი საუკეთესო 6-ეული გადის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული