G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდი" "მოტორ სიტისთან" 130:134 დამარცხდა.
"ჰერდის" შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 31 ქულით (11/18 თამაშიდან), 12 მოხსნით (6 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
"ვისკონსინი" 4 გამარჯვებითა და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, პლეი-ოფში თითოეული კონფერენციიდან 6 წარმომადგენელი გადის.
ეს გუნდები ერთმანეთს 26 იანვარს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.