სანაძეს ლიმასოლში ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
დუდა სანაძის "ანორთოსისმა" კვიპროსის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა და ამჯერად მარცხი განიცადა. ფამაგუსტელები ლიმასოლში ჩავიდნენ და "აპოლონს" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 85:76 დასრულდა.

ქართველი ლეგიონერი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 35:50 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.

სანაძემ 8-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ანორთოსისს" 6 მოგების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და მე-7 ადგილზე დარჩა,
მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს, შინ, ერთ-ერთ ლიდერთან, ნიქოზიის "აპოელთან" ჩაატარებს.

GBF

altდუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორისაა

alt"უწყინარ სიტუაციაში ფეხი ვიტკინე და იძულებული გავხდი, მოედანი დამეტოვებინა" - დუდა სანაძე

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული