ინდიანას პრეზიდენტი: ბევრი ზარი მივიღეთ, ვიცი გოგას აყვანა NBA-ის გუნდს სურს

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, "ინდიანა პეისერსმა" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა. 23 წლის კალათბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

"პეისერსის" პრეზიდენტმა კევინ პრიტჩერდმა გოგას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველის დამატებით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბევრი გუნდია დაინტერესებული.

"გოგასთან დაკავშირებით ბევრი ზარი მივიღეთ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მის აყვანას NBA-ის გუნდი გეგმავს. დარწმუნებული ვარ ბითაძე სხვაგან თავს გამოიჩენს. სამწუხაროდ, ჩვენთან ვერ მიიღო ის შანსი, რომელიც სჭირდებოდა".

შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი
4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

alt"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა

alt"ინდიანამ" ბითაძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ევროპაში წასვლა-ჩასვლა უკან სვლაა,მერე ელოდე დრაფტს 24-25 წლების ასაკში,ეხლა ამერიკის საკალათბურთო სისტემაში,უმაღლეს საფეხურზე,თავისი გარაჟით და ნიჭით სოციალურადაც მაგრამ და მაღალი ხარისხის ქვეყანაშიც,ანაზღაურებითაც,მილიონერია,და ამოვარდნა ენების სისტემიდან,უკეთეს შემთხვევაში შენგელიას ვარიანტი იქნება,უარესში ცქიტიშვილის,მსოფლიოში "წოწიალით",ექვსთვიან-ერთწლიანი კონტრაქტებით და არამყარი ყოფით დასაქმების მხრივ,როგორც კალათბურთელი.
ზ.მ.
14:11 12-02-2023
0
ჩემი აზრით თუ აქვს ნბაიში დარჩენის შანსი უნდა დარჩეს და შრომით დაამტკიცოს თავის თავი ვარჯიშიქ ბევრი საჭირო
soxoeeb
00:33 12-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული