NBA-ს G ლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მიიღებს. სანდრო პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოვა.
მოგეხსენებათ, მამუკელაშვილი კალათბურთის საუკეთესო ლიგაში "მილუოკი ბაქსის" შემადგენლობაში გამოდის, თუმცა გუნდში დიდი კონკურენციის გამო ფორმის შესანარჩუნებლად NBA-ს განვითარების ლიგაში "ვისკონსინ ჰერდის" ღირსებას იცავს, სადაც სოლიდურ სტატისტიკას აგროვებს: 20.3 ქულა, 10.1 მოხსნა და 4.1 შედეგიანი გადაცემა.
სანდრო ლუკა გარსას გუნდში ჩალზ ბეისის ნაცვლად ითამაშებს. "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 20 თებერვალს გაიმართება.
8 ქულა ჩააგდოო სასაცილოცაა, ხალხი 50 ქულას აკეთებს,სათაურებსაც ხო ისე აკეთებთ რაა! ორმაგი დუბლი,აღარ გრცხვენიათ? გუნდმა 178 ქულა გააკეთა და 8 ქულა ხო სასაცილოა რა!
ჩამოდით ევროპაში სანამ დროა
იმედია მოუმატებს...