მამუკელაშვილი "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე - ისტორიული დღე ქართული კალათბურთისთვის

AutoSharing Option
NBA-ს G ლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მიიღებს. სანდრო პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოვა.

მოგეხსენებათ, მამუკელაშვილი კალათბურთის საუკეთესო ლიგაში "მილუოკი ბაქსის" შემადგენლობაში გამოდის, თუმცა გუნდში დიდი კონკურენციის გამო ფორმის შესანარჩუნებლად NBA-ს განვითარების ლიგაში "ვისკონსინ ჰერდის" ღირსებას იცავს, სადაც სოლიდურ სტატისტიკას აგროვებს: 20.3 ქულა, 10.1 მოხსნა და 4.1 შედეგიანი გადაცემა.

სანდრო ლუკა გარსას გუნდში ჩალზ ბეისის ნაცვლად ითამაშებს. "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 20 თებერვალს გაიმართება.




მკითხველის კომენტარები / 5 /
NBA-ის A ლიგა ჯობდა!

იმედია მოუმატებს...
ლაშა
12:47 16-02-2023
0
არ დაიღალეთ ამ ჯეი ლიგით? ჩამოდით კარგ ევროპულ გუნდში ითამაშეთ კალათბურთი..
მეიცა
19:20 16-02-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული