უკეთესი კონტრაქტით - მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსის" დატოვებიდან ორიოდ დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების 23 წლის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა.

"სან ანტონიო სპურსმა" აიზეა რობის ნაცვლად მამუკელაშვილი დაიმატა და მას სტანდარტული კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი საიტით ავრცელებს.

"მილუოკი ბაქსში" სანდროს ორმხრივი კონტრაქტი ჰქონდა და სეზონში NBA-ში 50-ზე მეტი მატჩის ჩატარება არ შეეძლო. ასე რომ, მას პირობები და მათ შორის ფინანსური გაუუმჯობესდება. გაფორმებული ხელშეკრულების სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ახალ გუნდში, რომელიც დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა და რომლის მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩია, მამუკელაშვილი 54-ნომრიანი
მაისურით ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მიდი მეგობარო უნდა იშრომო განსაკუთრებული უნდა იყო ყველა ვარჯიშზე და პოპოვიჩი ამას დაინახავს,ფაქტია უძლიერეს მწვრთნელთან მოხვდი და ტრადიციულად ძლიერ გუნდში.წარმატებები,მსოფლიო გვაქ სათამაშო და სანდრო და გოგა საშ.15-20 წუთი უნდა დაიტვირთონ თავიანთ კლუბებში რომ ჩამოვლენ ვთქვათ NBA ს ბიჭები ჩამოვიდნენო.
მირო
04 მარტი 2023 08:22
0
სამწუხაროდ,არც ორლანდოს და არც სან ანტონიოს,პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს და სულ რამდენიმე თამაშიღა მოუწევს,რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე.ასე რომ გოგას და სანდროს პერსპექტივებზე,მხოლოდ მომავალი სეზონიდან შეიძლება ვიფიქროთ.ეს პერიოდი,ორივესათვის, მხოლოდ გაცნობითი და შესაგუებელი დანიშნულებისა თუ იქნება.
სოსო
04 მარტი 2023 11:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული