გიორგი კორსანტია ჩრდილოეთ მაკედონიაში მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
გიორგი კორსანტიამ მთელი გასული ფანჯრის პერიოდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაატარა, თუმცა განაცხადში ვერ მოხვდა. მას ვირუსი შეეყარა და ნიდერლანდებში არ უვარჯიშია. შესაბამისად, მან ნაკრების თამაშები გამოტოვა. სამაგიეროდ, კლუბში დაბრუნებულმა თავი გამოიჩინა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში მისმა "გოსტივარმა" "აკადემიას" 87:79 სძლია, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 34 წუთში 17 ქულა, 17 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 14-დან 8 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა და ის მატჩის MVP-ის ტიტულის მფლობელი გახდა.

"გოსტივარმა" 10 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, საპლეიოფო ოთხეულს კი მხოლოდ ერთი გამარჯვებით ჩამორჩება. კორსანტიას კლუბს მომდევნო თამაში 11 მარტს "სტრუმიცასთან" ელის.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არაა ძირითადში?
გენო
21:31 06-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული