ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 129:124 დასრულდა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 20:45 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 3 ქულით (1/3), 5 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
პაოლო ბანჩერომ 26 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
მარკელ ფულტსმა 25 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სტუმართა შემადგენლობიდან ლაური მარკანენმა გუნდს 31 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ორლანდო" 27 მოგებითა და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 12 მარტს, "მაიამი ჰიტთან" ჩაატარებს.
"იუტა ჯაზი" 32 გამარჯვებითა და 35 მარცხით დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 12 მარტს კი "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.