ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსმა" "ოკლაჰომა სითი თანდერს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 102:90 დასრულდა.
სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 6 ქულით (1/6 თამაშიდან, 4/6 საჯარიმოს ხაზიდან), 7 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ტეხასელთა მხრიდან საუკეთესო ზაკ კოლინსი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
"ოკლაჰომას" შემადგენლობიდან ჯეილინ უილიამსმა 21 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, "სპურსი" 14 მოგებითა და 50 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 15 მარტს, "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს.
"თანდერი" 33 გამარჯვებითა და 35 მარცხით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციაზეა, მომდევნო მატჩს კი 15 მარტს, "ბრუკლინ ნეტსთან" ჩაატარებს.