სანაძის 21-მა ქულამ "კერავნოსის" დასამარცხებლად არ იკმარა

AutoSharing Option
დუდა სანაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, ფამაგუსტის “ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონატში მარცხი განიცადა. ეს მოხდა მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც "ანორთოსისმა" "კერავნოსს" უმასპინძლა და 72:77 წააგო.

ქართველი ლეგიონერი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33:47 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა.

სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ანორთოსისს" კვიპროსის ჩემპიონატში 9 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა. დუდას გუნდი 28
ქულით მე-6 ადგილზეა და რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს "პარალიმნის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული