ქართველი ლეგიონერი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33:47 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა.
სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
"ანორთოსისს" კვიპროსის ჩემპიონატში 9 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა. დუდას გუნდი 28
ქულით მე-6 ადგილზეა და რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს "პარალიმნის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
GBF.GE