სანდროს საუკეთესო მატჩი "სპურსის" მაისურით - ქართველმა ტეხასელთა შემადგენლობაში გაიბრწყინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს "ნიუ ორლეან პელიკანსი" და "სან ანტონიო სპურსი" დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 119:84 დასრულდა.

ტეხასელთა მხრიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. "მამუმ" მეტოქის კალათში 6 ცდიდან ზუსტად 3 სამქულიანი ტყორცნა.

"ნიუ ორლეანსიდან" ბრენდან ინგრამმა საკუთარ გუნდს 32 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "სან ანტონიო სპურსი" 19 მოგებითა და 53 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომდევნო
მატჩს 23 მარტს "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ ორლეანს პელიკანსი" 35 გამარჯვებითა და 37 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. ვილი გრინის გაწვრთნილი გუნდი 24 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება.

altმამუკელაშვილის 7 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი - "სან ანტონიოს" 24 ქულიანი ქამბექი და გამარჯვება "ატლანტასთან"

altსანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"

altმამუკელაშვილის პირველი სასტარტო "სან ანტონიოში" და რეკორდულად მეტი – 33 წუთი მოედანზე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
და ზოგიერთები გაიძახდით ევროპაში წამოვიდესო კაცოო. უაზრო მოქეიფე ტვინები რომ გაქვთ
tashi
09:33 22-03-2023
3
სანდროს მომენტების ვიდეო
https://twitter.com/11AWH/status/1638382150100582401
ქ. გ.
07:41 22-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული