ანდრონიკაშვილის 4 ქულა 14 წუთში - "მურსია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავიდა

AutoSharing Option
რატი ანდრონიკაშვილის სარეკორდო სათამაშო დრო FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში, თანაც ძალიან პრინციპულ და დაძაბულ დაპირისპირებაში. ესპანური "მურსია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად თანამემამულე "ბილბაოს" ეთამაშებოდა და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადიოდა. მაკფადენს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო ანდრონიკაშვილმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

22 წლის ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 14:42 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. "მურსიამ" პირველ ტაიმი 7 ქულით მოიგო, თუმცა მატჩის დასრულებამდე
4 წუთით ადრე "ბილბაო" 7 ქულით წინ გავიდა და საკმაოდ კომფორტულ უპირატესობასაც ფლობდა. "მურსიამ" შეხვედრის შეტრიალება მაინც შეძლო და მატჩი 4 ქულით მოიგო – 71:67.

"მურსია" ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ამ ჯგუფში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 4 ჯგუფში იქნებიან თანაბრად გადანაწილებულნი.

GBF

altრატი ანდრონიკაშვილი: მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები

altრატი ანდრონიკაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული