სანდროს 17 წუთი და გამარჯვება დასავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და 142:134 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 6 ქულით (2/2 საჯარიმო, 2/4 საშუალო, 0/1 სამქულიანი), 5 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

საუკეთესო დაგ მაკდერმოტი გახლდათ, რომელმაც აქტივში 30 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

"საკრამენტოს" მხრიდან დეარონ ფოქსმა 28 ქულა, 4 მოხსნა და 4-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დომანტას საბონისმა გუნდს 26 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1
ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ამრიგად, "სპურსი" 20 მოგებითა და 58 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 5 აპრილს, "ფინიქს სანსთან" გამართავს.

"კინგსი" 47 გამარჯვებითა და 31 მარცხით იმავე დასავლეთში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 აპრილს, "ნიუ ორლეანს პელიკანსთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული