სანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა "ფინიქსთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფინიქს სანსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 115:94 დაამარცხა. ტეხასელთა ქართველმა მსუბუქმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 28:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"სპურსის" რიგებიდან საუკეთესო მალაკი ბრანჰემი გახდა, 19 წლის კალათბურთელმა 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

"ფინიქს სანსიდან" დევინ ბუკერმა საკუთარ გუნდს 27 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა.

კევინ დურანტმა 38 წუთში თავი 18 ქულას, 5 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას
მოუყარა.

ამრიგად, "სპურსი" 20 მოგებითა და 59 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომდევნო მატჩს 7 აპრილს "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფინიქსი" 44 გამარჯვებითა და 35 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. "სანსი" 7 აპრილს "დენვერ ნაგეთსს" შეხვდება.

altსანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"

altსანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული