"ორლანდო" "მაიამისთან" დამარცხდა - გოგამ მოედანზე 20 წუთი გაატარა

AutoSharing Option
სეზონი დაასრულა გოგა ბითაძემაც, რომლის გუნდიც, "ორლანდო მეჯიქი", პლეი-ოფში ვერ გავიდა. ფლორიდელებმა რეგულარულ სეზონში 34 გამარჯვება მოიპოვეს და 48-ჯერ დამარცხდნენ. დასკვნით შეხვედრაში ორლანდოელები "მაიმი ჰიტს" ესტუმრნენ და ფლორიდული დერბი 110:123 წააგეს. საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედის წინ "მეჯიქი" 1 ქულით იგებდა, თუმცა გადამწვეტი თერთმეტეულის სტარტზე 4:18 გაქცევა გაუშვა და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.

ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ
დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო.

"ორლანდოში" საუკეთესოები კევონ ჰარისი (22) და კალებ ჰოუსტანი (21) იყვნენ. ბითაძემ "მეჯიქის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა. საშუალოდ, ნათამაშებ 15 წუთში 5.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 1.2 პასს აგროვებდა.

GBF

altბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო

altბითაძის საუკეთესო მატჩი "ორლანდოს" რიგებში - გოგამ "ბრუკლინთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

altბითაძის 10 ქულა 16 წუთში - "ორლანდო" "კლივლენდთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული