ანდრონიკაშვილის საუკეთესო მატჩი ლიგა ენდესაში

AutoSharing Option
ლიგა ენდესას 28-ე ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის "მურსიამ" საკუთარ მოედანზე "ვალენსია" 90:82 დაამარცხა.

მაკფადენმა 22:12 წუთში 21 ქულა (10-დან 5 სამქულიანი, 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21 იყო.

ანდრონიკაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 13:46 წუთში 11 ქულა (2-დან 1 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. რატის მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.

„მურსია“ 12 მოგებით მე-11
ადგილზეა და 23 აპრილს გასვლაზე "მანრესას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული