მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი, ფრანგულ გრანდ "მონაკოს" სამწვრთნელო შტაბის წევრი მანუჩარ მარკოიშვილი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელია. მონაკოელებმა მე-3 ადგილისთვის მატჩში ესპანური "ბარსელონა" 78:66 დაამარცხეს.

მარკოიშვილმა მიმდინარე სეზონში უკვე მოიგო ერთი ტიტული – "მონაკომ" საფრანგეთის თასის ფინალში "ვილერბანი" დაამარცხა. სეზონის მთავარი ტიტულისთვის – საფრანგეთის ჩემპიონობისთვის, მონაკოელები ბრძოლას აგრძელებენ.

რაც შეეხება ევროლიგას, ტურნირში მონაწილე კონტინენტის საუკეთესო გუნდების გათვალისწინებით, მე-3 ადგილი საკმაოდ კარგი შედეგია. შეგახსენებთ, რომ ოთხთა ფინალში გასულმა "მონაკომ" ნახევარფინალში "ოლიმპიაკოსთან" დათმო, ხოლო მეორე წყვილში
დამარცხებულ "ბარსელონას" მე-3 ადგილისთვის მატჩში სძლია.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული